სულშერმა „ბეშიქთაში“ ჩაიბარა

0
41

სტამბოლის „ბეშიქთას“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ოლე-გუნარ სულშერ გაუძღვება. თურქული კლუბის ინფორმაციით, ნორვეგიელმა სპეციალისტმა კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე გააფორმა.
„ბეშიქთაში“ თავკაცის გარეშე 2024 წლის ნოემბერში ნიდერლანდელი ჯოვანი ვან ბრონხორსტის დათხოვნის შემდეგ დარჩა. სულშერის დანიშვნამდე, მთავარი მწვრთნელის მოვალეობას სერდარ ტოპრაკტეპე ასრულებს.
51 წლის ნორვეგიელი კარიერის განმავლობაში ასევე “მიოლდეს” და “კარდიფ სიტის” ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი