ერლინგ ჰოლანდმა „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. ინგლისური გრანდის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნორვეგიის ეროვნული გუნდს თავდამსხმელმა ახალი ხელშეკრულება 2034 წლის ივნისამდე დადო. მას „სიტისთან“ თანამშრომლობის ვადა 2027 წლის ზაფხულში ეწურებოდა.
მანჩესტერელებმა ჰოლანდი 2022 წლის მაისში დორტმუნდის „ბორუსიადან“ 51,2 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინეს. მან „სიტის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 126 მატჩში 111 გოლი გაიტანა და 15 საგოლე პასი გააკეთა.
24 წლის ნორვეგიელმა ორჯერ პრემიერლიგა, ხოლო თითოჯერ ინგლისის ასოციაციის თასი, ინგლისის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი მოიგო.
ლაშა თაბაგარი





