რანდალ კოლო მუანი, რომელსაც პსჟ-სთან მოქმედი კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე აკავშირებს, მიმდინარე სეზონს ტურინის „იუვენტუსში“ ჩაამთავრებს. იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 26 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა ნახევარწლიანი საიჯაროი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ამოწურვის შემდეგ პარიზში დაბრუნდება. პსჟ-ს სურდა, რომ „იუვენტუსს“ ფეხბურთელი შეეძინა, მაგრამ თავად კოლო მუანი იტალიური მხარის შეთავაზებას დათანხმდა, რათა გარიგება დროზე დასრულებულიყო.
ის პსჟ-მ 2023 წლის ზაფხულში ფრანკფურტის „აინტრახტიდან“ 95 მილიონ ევროდ შეიძინა. მან განვლილ პერიოდში ფრანგულ გრანდში ყველა ტურნირში ჩატარებულ 54 მატჩში 11 გოლი გაიტანა.
კოლო მუანიმ საფრანგეთის ეროვნულ გუნდში 27-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 8-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი





