საქართველოს ეროვნული ნაკრების და „ნაპოლის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია.
იტალიური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 23 წლის ფეხბურთელი სერია A-ს მე-16 ტურში რომის „ლაციოსთან“ 0:1 წაგებულ მატჩში დაშავდა. მას მარჯვენა მუხლის მედიალური კოლატერალური მყესი დაეჭიმა. კვარაცხელიას გამოჯანმრთელების ვადა უცნობია.
მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 17 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





