„ბოტაფოგომ“ არსებობის ისტორიაში ბრაზილიის ჩემპიონატი მესამედ მოიგო. ბოლო ტურში არტურ ჟორჟეს გაწვრთნილმა გუნდმა „სან-პაულუ“ 2:1 დაამარცხა და 79 ქულა დააგროვა – გაასწრო სამი ქულით „პალმეირასს“, რომელმაც „ფლუმინენსესთან“ 0:1 წააგო.
„ბოტაფოგომ“, რომელშიც თავის დროზე ლეგენდარული გარინჩა ბრწყინავდა, მანამდე ჩემპიონატი 1968 და 1995 წლებში მოიგო. შეგახსენებთ,, რომ 1 დეკემბერს „ბოტაფოგომ“ პირველად მოიგო კოპა ლიბერტადორესი.
ლაშა თაბაგარი





