„ვოლფსბერგმა“, რომელშიც სანდრო ალთუნაშვილი გამოდის, ავსტრიის ბუნდესლიგაში საოცარი შეხვედრა შემოატრიალა.
მე-15 ტურში „ვოლფსბერგი“ სტუმრად აუტსაიდერ „გრაცერს“ შეხვდა და შესვენებაზე ისევ გავიდა, რომ საწყის 36 წუთში 3 გოლი გაუშვა. თუმცა, მე-80 წუთიდან მოპოლებული სტუმრებმა მეტოქის კარი 4-ჯერ აიღეს, მათ შორის ბოლოს 98-ე წუთზე და სამი ქულა ჩაიწერეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. „ვოლფსბერგი“ 23 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





