რუდ ვან ნისტელროი ინგლისის პრემიერლიგაში მოასპარეზე „ლესტერს“ გაწვრთნის. ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე გააფორმა. მან მიმდინარე კვირაში თანამდებობიდან დათხოვილი სტივ კუპერი შეცვალა.
ვან ნისტელროი 2022-2023 წლების სეზონში პსვ-ს ავარჯიშებდა, რომელსაც ნიდერლანდების თასი და სუპერთასი მოაგებინა. მიმდინარე სეზონში ის „მანჩესტერ იუნაიტედის“ ექსთავკაცის ერიკ ტენ ჰაგის თანაშემწე იყო.
ლაშა თაბაგარი





