ავსტრიის ბუნდესლიგის ლიდერი გრაცის “შტურმი” მე-15 ტურში სტუმრად აუტსაიდერ “შტურმს” შეხვდა და ქულები დაკარგა. გრაცელებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა შეუცვლელად უკაპიტნა. “შტურმიდან” პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე ანგარიში ბიერეტმა გახსნა. მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი 88-ე წუთზე გუგანიგმა გაიტანა. “შტურმი” 32 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან ვენის “რაპიდს” 5 ქულით სჯობს.
ზურიკო დავითაშვილის “სენტ-ეტიენი” საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-15 ტურში გასვლაზე “რენს” შეხვდა და 5 უპასუხო გოლი გაუშვა. ჩვენი ეროვნული გუნდის შემტევი ნახევარმცველი სასტარტოში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს. “რენმა” ორი გოლი პირველ 45 წუთში გაუტანა, ხოლო შესვენების შემდეგ მეტოქის კარი 3-ჯერ აიღო. “სენტ-ეტიენი” 13 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





