„უოტფორდმა“, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე გამოდის, ინგლისის ჩემპიონიშიფის მე-18 ტურში შინ ერთ-ერთ აუტსაიდერი „ქუინზ პარკ რეინჯერსი“ ვერ დაამარცხა – 0:0.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. „უოტფორდს“ 30 ქულა აქვს და 24-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.
„ულსანი“, რომელშიც გიორგი არაბიძე გამოდის, სამხრეთ კორეის თასის ფინალში დამატებით დროში „პოჰანგთან“ 1:3 დამარცხდა. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. ქართველი გარემარბი განაცხადში არ იყო. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში „ულსანმა“ ჩემპიონატში ოქროს მედლები მოიპოვა.
ლაშა თაბაგარი





