ჩემპიონთა ლიგაში შედეგიანობის ახალი რეკორდი დამყარდა

0
49

ჩემპიონთა ლიგაში ერთ ტურში გატანილი გოლების რაოდენობით ახალი რეკორდი დამყარდა. საერთო ეტაპის მე-5 ტურში ჩატარებულ 18 მატჩში 67 ბურთი გავიდა –
26 ნოემბერს 40 გოლი, ხოლო 27 ნოემბერს 27 გოლი.
ძველი რეკორდი 2000-2001 წლების სეზონში დამყარდა, როდესაც პირველ ტურში გამართულ 16 თამაშში 63 გოლი გავიდა.
26 ნოემბერს მე-5 ტურის 9 მატჩში 40 გოლი დაფიქსირდა, რაც ტურნირის არსებობის ისტორიაში მეორე შედეგია ერთ დღეს გატანილი ბურთების რაოდენობით.
ლ;აშა თაბაგარი