„ბენფიკას“ გარემარბი ანხელ დი მარია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ასისტენტებს შორის მეორე ადგილზე გადავიდა და ლიონელ მესის გაასწრო. საერთო ეტაპის მე-5 ტურში ლისაბონელები სტუმრად „მონაკოს“ შეხვდნენ და 3:2 დაამარცხეს.
84-ე წუთზე, როდესაც „მონაკო“ 2:1 იგებდა, არგენტინელის საგოლე გადაცემის შემდეგ არტურ კაბრალმა ანგარიში გაათანაბრა. „ბეფიკამ“ მატჩი 88-ე წუთზე ამდაუნის გატანილი გოლით გაიმარჯვა.
36 წლის დი მარიას ანგარიშზე 41 საგოლე პასია და ლიონელ მესის (40) ერთი პასით გაასწრო. ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენი საგოლე გადაცემებით პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუა – 42.
ლაშა თაბაგარი





