ხავიერ მასკერანო „ინტერ მაიამის“ მთავარი მწვრთნელი გახდა, რის შესახებ ამერიკული საფეხბურთო კლუბის პრესსამსახური იუწყება.
არგენტინის ეროვნული ნაკრების და „ბარსელონას“ ყოფილმა ნახევარმცველმა MLS-ის ბინადართან კონტრაქტი 2027 წლის სეზონის ბოლომდე გააფორმა. ის 2022 წლიდან არგენტინის ახალგაზრდულ გუნდს ავარჯიშებდა. მასკერანომ „ინტერ მაიამიში“ თანამემამულე ხერარდო მარტინო შეცვალა.
ცნობისთვის, მასკერანოს და „ინტერ მაიამის“ კაპიტან ლიონელ მესის, როგორც არგენტინის ნაკრებში, ასევე „ბარსელონაში“ არაერთი მატჩი ჩაუტარებიათ.
ლაშა თაბაგარი





