ლობჟანიძემ მესის გუნდს კიდევ ერთხელ გაუტანა

0
49

საბა ლობჟანიძემ მიმდინარე სეზონში „ინტერ მაიამის“, რომლის კაპიტანი ლიონელ მესია, გოლი კიდევ ერთხელ გაუტანა.
MLS-ის 1/8-ფინალის პირველ მატჩში ატლანტელები სტუმრად „ინტერ მაიამის“ დაუპირისპირდნენ და მინიმალური სხვაობით წააგეს. მატჩის მე-2 წუთზე ანგარიში ხორდი ალბას პასით ლუის სუარესმა გახსნა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა საპასუხო ბურთი 39-ე წუთზე გაიტანა. მან შეუცვლელად ითამაშა. მე-60 წუთზე მესის გადაცემის შემდეგ, სტუმართა კარი ხორდი ალბამ აიღო და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა. ცნობისთვის, ლობჟანიძემ „ინტერ მაიამის“ კარი რეგულარულ სეზონში 2:2 დასრულებულ მატჩში აიღო. ეს გუნდები ერთმანეთს ატლანტაში 3 ნოემბერს დაუპირისპირდებიან.
ლაშა თაბაგარი