ლუკა გაგნიძემ მიმდინარე სეზონში რუსეთში თავისი მეორე გოლი გაიტანა და ისევ ეფექტური დარტყმით. თასის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში მოსკოვის „დინამომ“, რომელშიც საქართველოს 21-წლამდელთა ნახევარმცველი გამოდის, სტუმრად სამარას „კრილია სოვეტოვს“ შეხვდა და 6:3 დაამარცხა.
გაგანიძე სასტარტო შემადგენლობაში დააყენეს და 27-ე წუთზე როდესაც ანგარიში 2:2 იყო, საჯარიმოს გარედან ერთი შეხებით დარტყმით სტუმრები დააწინაურა. მან შეუცველად ითამაშა და 68-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. 21 წლის გაგნიძემ მიმდინარე სეზონში რუსეთის ჩემპიონატში მეხუთედ ითამაშა და სასტარტოში პირველად მოხვდა.
ლაშა თაბაგარი





