„ატლანტა იუნაიტედი“ MLS-ის 1/8-ფინალში გავიდა და თავისი გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი საბა ლობჟანიძემ შეიტანა.
1/8-ფინალში მოსახვედრ პლეი-ოფში ატლანტელები სტუმრად „მონრეალს“ შეხვდნენ და პენალტების სერიაში გაიმარჯვეს. სტუმრები 24-ე წუთზე ლენონმა დააწინაურა, ხოლო 44-ე წუთზე გრეგერსენმა მონრეალელთა კარი კიდევ ერთხელ აიღო. 63-ე წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში ჟოზეფ მარტინესმა შეამცირა, რომელმაც 89-ე წუთზე დუბლი შეასრულა – 2:2.
პენალტების სერიაში „ატლანტამ“ 5:4 მოიგო და შეუცვლელად მოთამაშე საქართველოს ნაკრების გარემარბმა გადამწყვეტი დარტყმა ზუსტად შეასრულა.
ლაშა თაბაგარი





