ჩაკვეტაძის „უოტფორდის“ კიდევ ერთი მარცხი

0
54

„უოტფორდმა“, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე თამაშობს, ჩემპიონშიფში კიდევ ერთი შეხვედრა წააგო. მე-11 ტურში უოტფორდელები გასვლაზე სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე მყოფ „ლიდსს“ დაუპირისპირდა და გაშვებული ორი გოლის საპასუხოდ ერთი გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ისევ შეუცვლელად ითამაშა. მან ერთ ეპიზოდში საჯარიმოს გარედან ძალიან სახიფათოდ დაარტყა და “ლიდსის” მეკარემ თავისი გუნდი გოლის გაშვებისგან ნახტომში გადაარჩინა.
მასპინძლები მე-4 წუთზე რამაზანიმ დააწინაურა, ხოლო სამ წუთში არონსონმა სტუმართა კარი კიდევ ერთხელ აიღო. 47-ე წუთზე „უოტფორდიდან“ საპასუხო ბურთი ბაამ გაიტანა. „უოტფორდმა“ ბოლო ოთხი შეხვედრიდან სამი წააგო და 16 ქულით 24 გუნდში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი