ყაზაიშვილის მეექვსე გოლი ჩინეთის ჩემპიონატში

0
52

ვაკო ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში ჩინეთის ჩემპიონატში თავისი კიდევ ერთხელ გამოიჩინა. სუპერლიგის 28-ე ტურში „შანდუნმა“, სადაც ქართველი შემტევი ნახევარმცველი გამოდის “ტიანძინს“ უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა.
ყაზაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 32-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 1:0 იგებდნენ, მეტოქის კარი თავით აიღო – 2:0. ქართველმა ლეგიონერმა 47-ე წუთზე საგოლე პასი მიითვალა.  მან ჩინეთის ჩემპიონატში 6 გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა მიითვალა, ხოლო თასზე მეტოქეები 2-ჯერ დაამწუხრა. გარდა ამისა, ყაზაიშვილმა აზიის ჩემპიონთა ლიგაში თავის ანგარიშზე 3 გოლი ჩაიწერა. „შანდუნი“ 58 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მესამე ადგილზეა.
დანიის სუეპრლიგის მე-12 ტურში “კოპენჰაგენმა” აუტსაიდერი “ვეილე” მიიღო და 2:1 აჯობა. საქართველოს ნაკრების მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი სასტარტოში იყო და 82-ე წუთზე შეცვალეს. “კოპენჰაგენი” 24 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი