გიორგი კვერნაძე მიმდინარე სეზონში „ფროზინონეს“ სასტარტო შემადგენლობაში ისევ არ ათამაშეს. იტალიის სერია B-ს მე-7 ტურში „ფროზინონე“ სტუმრად „ჩიტადელას“ შეხვდა და 2:1 გაიმარჯვა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი თამაშში 69-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც სამივე გოლი გასული იყო. მან ამ სეზონში „ფროზინონეში“ მეხუთედ ითამაშა და სასტარტოში ვერცერთხელ მოხვდა. „ფროზინონემ“ ახალ სეზონში პირველად მოიგო და 6 ქულით 20 გუნდში მე-17 ადგილზეა.
სამხრეთ კორეის ჩემპიონატის 32-ე ტურში „ულსანმა“, სადაც გიორგი არაბიძე გამოდის, სტუმრად „ტეჯონი“ 1:0 დაამარცხა. ქართველი გარემარბი სასტარტო შემადგენლობასი იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს. მოქმედი ჩემპიონი „ულსანი“ 58 ქულით 12 გუნდში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





