კვარაცხელია იტალიის თასის 1/8-ფინალშია

0
58

„ნაპოლი“, რომლის ღირსებას ხვიჩა კვარაცხელია იცავს, იტალიის თასის 1/8-ფინალში უპრობლემოდ გავიდა.
ანტონიო კონტეს გაწვრთნილებმა სერია B-ს ბინადარი „პალერმო“ მიიღეს და 5:0 გაანადგურეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 76-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მასპინძლები 4:0 იგებდნენ.
ანგარიში მე-7 წუთზე ნგონჟმა გახნსა, რომელმაც წუთ წუთში დუბლი შეასრულა. 42-ე წუთზე ხიან ჟესუსმა სტუმართა კარი კიდევ ერთხელ აიღო. 70-ე წუთზე დავით ნერეშმა ანგარიშში სხვაობა ოთხ ბურთამდე გაზარდა. 77-ე წუთზე მატჩში წერტილი მაკრომინეიმ დასვა.
„ნაპოლი“ 1/8-ფინალში 4 დეკემბერს სტუმრად რომის „ლაციოს“ შეხვდება.
ლაშა თაბაგარი