„ნაპოლი“: „კვარაცხელიასთან თანამშრომლობის გაგრძელება გვსურს“

0
42

„ნაპოლის“ სპორტული დირექტორის ჯოვანი მანას თქმით, კლუბს ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.
„მას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი კიდევ სამი წელიწადი აკავშირებს. არის კლუბები, რომლებიც კვარათი ინტერესდებიან, მაგრამ ჩვენ თანამშრომლობის გაგრძელება გვსურს. „ნაპოლი“ მის აგენტებთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს“ – ციტირებს მანას Sky Sports.
საქართველ;ოს ეროვნული ნაკრების 23 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონში იტალიის სერია A-ში ჩატარებულ მ5 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი