„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი თავდამსხმელი ანტონი მარსიალი ბრაზილიის „ფლამენგოს“ ვერ შეუთანხმდა, იუწყება ინგლისური მედია.
28 წლის ფრანგ ფეხბურთელს საბერძნეთის აეკ-ი ეპატიჟება, რომელიც კონტრაქტს 2027 წლის ზაფხულამდე სთავაზობს და მზადაა კლუბის არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციოს.
მარსიალი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2015-დან 2024 წლამდე თამაშობდა და კლუბი ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, რადგან კონტრაქტი არ გაუხანგრძლივეს. მან მანჩესტერელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 317 მატჩში 90 გოლი გაიტანა. მარსიალმა საფრანგეთის ეროვნულ გუნდში 30-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი





