„დილამ“ ლიდერობა ბათუმში გაიმყარა

0
38

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-17 ტურის ცენტრალურ მატჩში გათამაშების ლიდერი გორის „დილა“ გასვლაზე მოქმედ ჩემპიონ ბათუმის „დინამოს“ შეხვდა და 3 ქულა აიღო.
შეხვედრის დაწყებამდე ბათუმელთა რიგებში ევროპის ჩემპიონატის ერთადერთ მონაწილე გიორგი წიტაიშვილს სპეციალური პრიზი გადასცეს და საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი როგორც იტყვიან მომავალ ტურნირზე გააცილეს.
პირველი ტაიმი ძალიან უფერული გამოდგა, ისეთი რომელიც ცენტრალურ თამაშს რომ არ შეეფერება. შესვენების მერე, გუნდები უფრო გამოცოცხლდნენ და გოლებიც გავიდა.
71-ე წუთზე ბათუმელებმა ბურთი შეტევაში დაკარგეს და სენეგალელმა იბრაჰიმა დრამემ კონტრშეტევა თავისი ნახევრიდან დაიწყო, ხოლო მეტოქის საჯარიმოსთან მიახლოებულმა პასი ნიდერლანდელ ტაირელ ვოუტერს გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გახსნა – 0;1. 78-ე წუთზე პორტუგალიელმა ნობრეგამ ზუსტი პასი გაუკეთა „დინამოს“ საჯარიმოში ვოიტერს, რომელმაც კარისკენ სახით მდგომმა „მაკრატელათი“ გაიტანა – 0:2. ვოიტერმა მიმდინარე სეზონში 9 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილს „ტორპედოს“ ფორვარდ ნორვეგიელ ბიორნ იონსენთან ერთად იყოფს.
პორტუგალიელი რუი მოტას თავკაცობით „დილამ“ 38 ქულა დააგროვა და ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა. უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილ ბათუმელებს 32 ქულა აქვთ და მე-3 საფეხურზე არიან, ცნობისთვის, დისკვალიფიცირებული დემჩენკო თვალს ისევ ტრიბუნიდან ადევნებდა და მე-2 წრის ბოლო მატჩსაც გამოტოვებს.
დინამო ბთ 0:2 დილა 
ლაშა თაბაგარი