უეფა საფეხბურთო კლუბი თბილისის „დინამო“ 80000 ევროთი დააჯარიმა. „დინამო“ იმ 13 კლუბს შორის მოხვდა, რომლებიც ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ სხვა კლუბების მიმართ არსებული დავალიანების, ფეხბურთელებისა და თანამშომლებისთვის კუთვნილი თანხის არგადახდის, ასევე საგადასახადო ორგანოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებისთვის დასაჯა.
„დინამოს“ გარდა უეფამ „პორტუ“, „ბრაგა“, „ადანა დემირსფორი“, „აუდა“, სოფიის ცსკა, „გალათასარაი“, „ორდაბასი“, „პარტიზანი“, „ბეტისი“, „რიგა“ სოლიგორსკის „შახტიორი“ და „ვიტორია გიმარაეში“ დააჯარიმა.
ლაშა თაბაგარი





