კაშიამ სლოვაკეთში სეზონი გოლით დაასრულა

0
36

გურამ კაშია სლოვაკეთში სეზონი გოლით დახურა. კაშიასთან და ჯაბა კანკავასთან ერთად ზედიზედ სამჯერ გაჩემპიონებულმა რბრატისლავას “სლოვანმა” ბოლო ტურში შინ “რუჟემბეროკს” 5:1 მოუგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 21-ე წუთზე უმცროსი ვლადიმირ ვაისის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, საჯარიმოში მყოფმა თავით ანგარიში გახსნა. მან განვლილ სეზონში თავი ორჯერ გამოიჩინა. ჩვენი ეროვნული გუნდის ექსკაპიტანი კანკავა “სლოვანის” განაცხადში ისევ არ იყო.
ლაშა თაბაგარი