„ბაიერი“ – ბუნდესლიგა დაუმარცხებლად, წინ ორი ფინალია…

0
43

გერმანიის ბუნდესლიგის 2023/24 წლების სეზონის გამარჯვებულმა ლევერკუზენის „ბაიერმა“ ჩემპიონობა დაუმარცხებლად მოიპოვა – ჩაბი ალონსოს გაწვრთნილმა გუნდმა ალემანთა უპირველესი ლიგა 28 მოგებითა და 6 ფრით დაასრულა. „ფარმაცევტები“ ბუნდესლიგის ისტორიაში პირველები არიან, რომელთაც საჩემპიონო ვერცხლის სინი წაგების გარეშე ჩაიბარეს.
ოცდამეერთე საუკუნეში ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატებში დაუმარცხებლად პირველობა მხოლოდ ლონდონის „არსენალმა“ (2003/04) და ტურინის „იუვენტუსმა“ (2011/12) მოიპოვა.
მიმდინარე სეზონში ლევერკუზენელებს ორი უმნიშვნელოვანესი ფინალის ჩატარება მოუწევთ – გერმანიის თასის გადამწყვეტ მატჩში “ბაიერი” “კაიზერსლაუტერნს” შეხვდება, ხოლო უეფას ევროპა ლიგის ფინალში ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში ბერგამოს “ატალანტას” დაუპირისპირდება.