რობერტო დე ძერბიმ „ბრაიტონის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა, ინგლისის პრემიერლიგის კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით. მხარეებმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. ხვალ, დე ძერბი „ბრაიტონის“ თავკაცის რანგში ბოლო მატჩს პრემიერლიგის 38-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ჩაატარებს,
44 წლის იტალიელი სპეციალისტი „ბრაიტონს“ 2022 წლის სექტემბრიდან ავარჯიშებს. დე ძერბის შეგირდებმა 48 ქულა დააგროვეს და 20 გუნდში მე-10 ადგილზე არიან. გარდა ამისა, მიმდინარე სეზონში „ბრაიტონი“ ევროპა ლიგის 1/4-ფინალში გავიდა, სადაც „რომასთან“ წააგო.
ლაშა თაბაგარი





