კვარაცხელიას საუცხოო გოლი სერია A-ში

0
38

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში იტალიის სერია A-ში თავისი მე-11 გოლი გაიტანა. 37-ე ტურში „ნაპოლი“ სტუმრად სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტ „ფიორენტინას“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვგეს – 2:2.
მატჩის მე-8 წუთზე პოლიტანომ კუთხური ჩააწოდა და ამირ რაჰმანიმ თავური დარტყმით ანგარიში გახსნა – 0:1. მე-40 წუთზე ბირაგიმ საჯარიმო დარტყმის შემდეგ,  ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა – 1:1.
42-ე წუთზე „ნაპოლის“ ფეხბურთელმა ბურთი თავის ნახევარზე დაკარგა და სტუმართა საჯარიმოში შეჭრილმა ნძოლამ ერთი მეტოქის ჩამოშორების შემდეგ, შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა. 57-ე წუთზე კვარაცხელიამ ჯარიმიდან ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა „ცხრიანში“. მან იტალიაში გადაბარგების შემდეგ, პირდაპირ საჯარიმო დარტყმიდან მეტოქის კარი პირველად აიღო.
მიმდინარე სეზონში საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 წლის თავდამსხმელმა ყველა ტურნირში ჩატარებულ 42 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა. „ნაპოლი“ 52 ქულით 20 გუნდში მე-9 ადგილზეა და ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ მომავალ სეზონში ევროთასების მიღმა დარჩება.
ლაშა თაბაგარი