ტურინის „იუვენტუსმა“ არსებობის ისტორიაში იტალიის თასი მეთხუთმეტედ მოიგო. რომის „სტადიო ოლიმპიკოს“ გამართულ ფინალში ტურინელებმა ბერგამოს „ატალანტა“ 1:0 დაამარცხეს. „იუვედან“ ერთადერთი გოლი სერბმა ფორვარდმა ვლახოვიჩმა მე-4 წუთზე გაიტანა. ტურინული გუნდი თასზე გამარჯვებათა რაოდენობით რეკორდსმენია.
ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ იტალიის თასი მეხუთედ მოიგო და ამ მაჩვენებლით რეკორდსმენია. მან თანამემამულე რობერტო მანჩინის და შვედი სვენ გორან ერიქსონი მიღწევა გააუმჯობესა, რომლებიც მწვრთნელის რანგში იტალიის თასს 4-4-ჯერ დაეუფლნენ.
„იუვენტუსმა“ 2021 წლის შემდეგ პირველი ჯილდო მოიპოვა და მაშინაც თასის ფინალში „ატალანტას“ (2:1) აჯობა. ცნობისთვის, ალეგრიმ, რომელი „იუვეში“ 2021-2022 წლების სეზონის წინ დაბრუნდა, განვლილ პერიოდში პირველი ტიტული დაისაკუთრა.
ლაშა თაბაგარი





