ყველა ტურნირში „ლივერპულის“ საშინაო 33-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა. იურგენ კლოპის გაწვრთნილი მერსისაიდელები ევროპა ლიგის 1/4-ფინალის პირველ შეხვედრაში მშობლიურ „ენფილდზე“ ბერგამოს „ატალანტას“ შეხვდნენ და 0:3 დამარცხდნენ. იტალიელები 36-ე წუთზე სკამაკამ დააწინაურა, რომელმაც მე-60 წუთზე დუბლი შეასრულა. 83-ე წუთზე ინგლისელთა კარი პაშალიჩმა აიღო და ეს გოლი შეხვედრაში საბოლოო აღმოჩნდა. „ატალანტასთან“ დაპირისპირებამდე „ლივერპულმა“ თავის მოედანზე 28 თამაში მოიგო და 5 ფრედ დაასრულა.
ცნობისთვის, მანამდე, ევროთასებზე „ლივერპულმა“ შინ სამბურთიანი სხვაობით ორჯერ მადრიდის „რეალთან“ წააგო – ჩემპიონთა ლიგაში 2014 წლის ოქტომბერში 0:3 და 2023 წლის თებერვალში 2:5.
აღსანიშნავია, რომ „ატალანტამ“ ევროთასებზე სტუმრად „ლივერპული“ ორჯერ დაამარცხა. ბერგამოელებამდე იმავე მხოლოდ „რეალმა“ და „ბარსელონამ“ მოახერხეს.
ლაშა თაბაგარი





