ხავი გადაწყვეტილებას არ შეცვლის

0
40

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ხავიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ თანამდებობას დატოვებს და თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის.
„ამას ყველა პრესკონფერენციაზე გეუბნებოდით. არაფერი არ შეცვლილა. თუ გინდათ კითხვა შეცვალეთ, მე ამის საშუალებას გაძლევთ. ვცდილობ შევცვალოს დინამიკა კლუბისთვის და სხვას არაფერს ვაკეთებ. გადაწყვეტილება არ შეიცვლება“ – იუწყება ხავის ნათქვამს ესპანური გამოცემა Marca.
44 წლის ესპანელი სპეციალისტი „ბარსელონას“ 2021 წლიდან თავკაცობს და კატალონიელებს ესპანეთის ჩემპიონატი და სუპერთასი მოაგებინა.
ლაშა თაბაგარი