გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდის“ სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა. ინგლისის ჩემპიონშიფის 42-ე ტურში „უოტფორდi“ სტუმრად მეორე ადგილზე მყოფ „იფსვიჩს“ შეხვდა და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ – 0:0.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 71-ე წუთზე შეცვალეს. ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში „უოტფორდში“ 33 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, პლუს 3 საგოლე პასი გააკეთა. ის სასტარტო შემადგენლობაში 13-ჯერ მოხვდა. „უოტფორდი“ 52 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





