„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის პეპ გვარდიოლას აზრით, „რეალის“ კონტრშეტევების გაკონტროლება შეუძლებელია. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში მადრიდში 3;3 დასრულებული მატჩის მერე განაცხადა.
„ვფიქრობ, ხალხმა კარგი დროს გაატარა იმის გათვალისწინებით, რომ ექვსი გოლი ნახა. „რეალის“ კონტრშეტევების გაკონტროლება შეუძლებელია. ჩვენ ძალიან ბევრი საიმედო ფეხბურთელი ბურთს ხშირად კარგავდა. ჩვენ ვიცით, რომ ამ მოედანზე „რეალთან“ თამაშის სასტვენის ბოლომდე არ მთავრდება. დიდი ხნის განმავლობაში კარგად ვთამაშობდით, გოლს არ ვუშვებდით და მეტ საგოლე მომენტს ვქმნიდით, ხოლო საბოლოოდ ორი საუცხოო გოლი გავიტანეთ.
შესვენებაზე ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ წინ კიდევ 45 წუთი იყო, ხოლო შემდეგ კიდევ 90. ასევე ვთქვი, რომ თუ არაორგანიზებულად შევუტევდით, ვერაფერს გავხდებოდით და უფრო მშვიდად უნდა გვეთამაშა – გვეიძულებინა მეტოქე ფლანგებზე ამოწეულიყო, ხოლო შემდეგ ფოდენი და გვარდიოლი ჩართულიყვნენ.
შეუძლებელი არაფერია, მაგრამ „რეალის“ კონტრშეტევების შეჩერება ძალიან რთულია. ამიტომ, მათი რიცხვი მაქსიმალურად უნდა შეამცირო. „რეალის“ მოთამაშეებს დრიბლინგის ხარჯზე მეტოქის მოტყუება შეუძლიათ და კიდევ არის კროოსი, რომლის მსგავსად გუნდის ხელმძღვანელობა მხოლოდ მას შეუძლია“ – თქვა ესპანელმა სპეციალისტმა Movistar-თან.
ლაშა თაბაგარი





