ლონდონის „არსენალის“ მთავარ მწვრთნელ მიკელ არტეტას სჯერა, რომ მის შემგირდებს მიუნხენში გამარჯვება და შემდეგ ეტაპზე გასვლა შეუძლიათ. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში შინ „ბაიერნთან“ 2:2 დასრულებული მატჩის მერე განაცხადა.
განვლილი მატჩის მე-12 წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში საკამ გახსნა, ხოლო 6 წუთში გნაბრიმ საპასუხო ბურთი გაიტანა – 1:1. 32-ე წუთზე კეინმა პენალტი ზუსტად შეასრულა და „ბაიერნი“ წინ გაიყვანა. 76-ე წუთზე ტროსარმა გერმანელთა კარი აიღო – 2:2.
„ამ მატჩში სხვადასხვა სიტუაციები იყო. ჩვენ ძლიან კარგად დავიწყეთ, ვდომინირებდით და მეტოქეს არაფრის შექმნის საშუალებას არ ვაძლევდით. ძალიან კარგი გოლი გავიტანეთ, ხოლო ამის შემდეგ იყო მომენტი, როდესაც ბენ უაითი პირისპირ ნოიერთან დარჩა. 2:0 რომ დავწინაურებულიყავით, ყველაფერი სრულებით სხვაგვარად იქნებოდა. თუმცა, მეტოქემ გაიტანა და რაღაც გაურკვევლობა შემოიტანა. ჩვენს მიერ გაშვებული მეორე გოლი არალოგიკური იყო, მაგრამ ეს ჩემპიონთა ლიგაა და როდესაც შეცდომას უშვებ ისჯები.
ჩვენ მეტოქეს შემორბენისთვის თავისუფალ ზონას ვუტოვებდით, რაც ძალიან სახიფათო იყო, მაგრამ 1:2 ანგარიშზეც ვცდილობდით რიტმი გვეპოვა, გონი9ვრულად ვმოქმედებდით და არ ვჩქარობდით. შეცვლებმა თამაშზე გავლენა იქონია.
ჩემპიონთა ლიგაში თუ მეტოქეს რამის გაკეთების საშუალებას აძლევს, მაშინ ის ამით სარგებლობს და დაგსჯის. ფეხბურთი ასეთია. ჩვენ ის უნდა გავაკეთოთ, რომ უბრალო რამეებს უკეთესად გავუმკლავდეთ. მჯერა, რომ მიუნხენში გამარჯვება შეგვიძლია და ამისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ“ – იუწყება არტეტას ნათქვამს ინგლისური მედია.
ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა მიუნხენში 17 აპრილს ჩატარრდება.
ლაშა თაბაგარი





