პსჟ-ს მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს მიაჩნია, რომ „ბარსელონას“ საფეხბურთო სულს ის უკეთესად წარმოაჩენს, ვიდრე ხავი. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში „ბარსელონასთან“ ხვალ გასამართ პირველ მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ხავის როგორც მწვრთნელს საერთოდ არ ვიცნობ. ძალიან კარგად ვიცნობ კლუბს და მის მოთამაშეებს, მაგრამ ვერ ვხედავ მათი უპირატესობა რაა. ასეთი მატჩისთვის და ყველაფრისთვის მზად ვარ.
ვინ უფრო მეტად წარმოაჩენს „ბარსელონას“ საფეხბურთო სულს – მე თუ ხავი? უდავოა, რომ მე. შეხედეთ სტატისტიკას – ბურთის ფლობის და მოგებული ტიტულების კუთხით. შესაძლოა. ვიღაც სხვაგვარად ფიქრობს.
მოთამაშეებს საპასუხო მატჩის წინ დისკვალიფიკაცია ემუქრებათ, მაგრამ ამაზე არ ვფიქრობ. მინდა, რომ ხვალ „ბარსელონას“ ყველა ტრავმირებულმა ფეხბურთელმა ითამაშოს, მათ შორის გავიმ თუ ეს შესაძლებელია. მინდა, რომ მოედანზე „ბარსას“ საუკეთესო მოთამაშეები გავიდნენ, რადგან ჩემთვის ეს გამოწვევაა.
მბაპე? მე ცალკეული ფეხბურთელის შესახებ მეკითხებიან, მაგრამ მინდა მთლიანად გუნდზე ვისაუბრო. ყველაფერი კარგადაა. მომავალი თამაშისთვის საუცხოო განწყობით ვემზადებით“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს ფრანგული მედია.
პსჟ-„ბარსელონას“ მატჩი პარიზში სტადიონ „პარკ დე პრენსზე“ 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი





