კვარაცხელია “ნაპოლის” საუკეთესო მოთამაშედ ზედიზედ მეორედ აღიარეს

0
34

“ნაპოლის” გულშემატკივრებმა ხვიჩა კვარაცხელია მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. იტალიური გუნდის ქომაგებმა ნეაპოლელთა ოფიციალურ ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი თავის რჩეულად ზედიზედ მეორე თვის განმავლობაში აღიარეს.
“ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა მარტის ყველაზე ძვირფას ფეხბურთელად აღიარეს. ის გულშემატკივრებმა ოფიციალურ აპლიკაციაში ხმის მიცემის შედეგად აირჩიეს.
მარტში კვარა იყო „ნაპოლის“ ლამაზი სპექტაკლების მთავარი გმირი, რომელმაც კვლავ მიიღო აღიარება თავისი გენიალური სვლებისთვის. ნომერი 77 არის გუნდის პირველი მოთამაშე, რომელმაც ამ სეზონში ზედიზედ ორი თვის განმავლობაში MVP-ის ტიტული მოიპოვა! ვულოცავთ კვარას ყველაზე ღირებულ მოთამაშედ აღიარებას“- იუწყება “ნაპოლის” პრესსამსახური.
ლაშა თაბაგარი