„კრაკოვიას“ კაპიტანი ოთარ კაკაბაძე პოლონეთის ექსტრაკლასას 27-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. განვლილ ტურში კრაკოველებმა „ლოძს“ უმასპინძლეს და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა და 77-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, შეტევეში ჩართულმა მეტოქეს ბურთი მისსავე ნახევარზე წაართვა, რის შემდეგ დაახლოებით 22-23 მეტრიდან ლამაზი გოლი მიითვალა. მან მიმდინარე სეზონში „კრაკოვიაში“ 18 მატჩი ჩაატარა და გოლი პირველად გაიტანა.
ლაშა თაბაგარი




