ვილი სანიოლი: “წასვლაზე არასოდეს მიფიქრია რადგან აქ თავს კარგად ვგრძობ”

0
47

ერთა ლიგის C ლიგის ფინალში საბერძენეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა, რომ წასვლა არასოდეს უფიქრია, რადგან ჩვენს ქვეყანაში თავს კარგად გრძნობს.
ვილი სანიოლი: “წარსულში შეიძლება ბევრი ფიქრობდა, რომ საქართველოს ნაკრები უნდა დამეტოვებინა, მაგრამ სწორედ ამის ახსნას ვფიქრობდი, რომ შედეგის მიღწევას დრო სჭირდება, თვეები, წლები. წასვლაზე აქამდე არ მიფიქრია, რადგან აქ თავს კარგად ვგრძობ, პროფესიონალებთან მუშაობა მიწევს და ჩემთვის აქ ყოფნა სასიამოვნოა.
განსხვავება ფეხბურთელობასა და მწვრთნელობას შორის? ფეხბურთელი თავის შედეგს მყისიერად აფასებს, შედეგსაც მოედანზე იღებს, მწვრთნელს გაცილებით მეტი დრო სჭირდება, ყველაფერი უნდა შეაფასოს, გათვალოს და დაახარისხოს. შემიძლია ვთქვა, რომ დღეს შედეგი გამოიღო ჩვენმა სამწლიანმა მუშაობამ.
პენალტებზე ბევრი ვივარჯიშეთ, მაგრამ არასდროს იცი ვინ დაასრულებს თამაშს და შესაბამისად, ვინ დაარტყამს. ამიტომ, ბიჭებთან პენალტების წინ ინდივიდუალურად ვისაუბრეთ. ქოჩორაშვილმა თვითონ გამოთქვა სურვილი, რომ პირველ პენალტს დაარტყმდა, რაც არ გამიკვირდა, რადგან ძალიან ძლიერი ხასიათის პიროვნებაა და ნაკრებში მისი გამოჩენის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა, ის გუნდის ლიდერია. პენალტების დარტყმას ზოგადად დიდი “კვერცხები” სჭირდება.
ზოგადად არ მინდა ფეხბურთელები გამოვარჩიო, მაგალითად, დვალმა ფანტასტიკურად ითამაშა და მისი პენალტი ამსახველია იმ თამაშის, რომელიც ჰქონდა. ასევე უნდა გამოვყო ზუკა, მიქაუტაძეც. აუცილებლად უნდა ვთქვა კვეკვესკირზე, მან ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგების მერე ყველაზე მეტი იტირა, ბოლო დროს ნაკრებში ბევრი თამაში არ უწევს, მაგრამ ბოლო მივიდა ბურთთან და გაიტანა, ეს აჩვენებს მის ძლიერ ხასიათს და უბრალოდ კარგი ისტორიაა. დიდი მადლობა ბიჭებს”.
ლაშა თაბაგარი