საბერძნეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა ერთა ლიგის C ლიგის ფინალში საქართველოს ნაკრებთან პენალტების სერიაში წაგების შემდეგ განაცხადა, რომ განვლილ დაპირისპირებაში იღბალი მეტოქის მხარეს იყო.
გუსტავო პოიეტი: “პირველ ყოვლისა, ვულოცავ საქართველოს ნაკრებს, მთლიანად ქვეყანას და განსაკუთრებით, ვილი სანიოლის, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ. მატჩის შემდეგ აჟიოტაჟში ვერ მოვახერხე მისთვის პირადად მილოცვა და იმედი მაქვს, რომ შევძლებ ამის გაკეთებს.
|ძალიან დაძაბული მატჩი იყო, რასაც ველოდით. ბევრი ბრძოლა და ყვითელი ბარათი იყო, პენალტებში კი, ყოველთვის იღბალი ერთი გუნდის მხარეს უნდა იყოს და ის დღეს საქართველოს ნაკრების მხარეს იყო“.
ლაშა თაბაგარი





