21-წლამდელებმა გიბრალტარში სამი ქულა აიღეს

0
37

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის გასვლით მატჩში, გიბრალტარის 21-წლამდელთა გუნდი 2:0დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში 22-ე წუთზე ლაშა ოდიშარიამ გახსნა, რომელმაც 21-წლამდე ნაკრებში სადებიუტო გოლის გატანა შეძლო. ის სამ მეტოქეს გაცდა და საჯარიმოს გარედან ზუსტად დაარტყა. სადებიუტო გოლი გაიტანა ასევე გიორგი კვერნაძემ, რომელმაც 75-ე წუთზე ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით სხვაობა ორამდე გაზარდა.
რამაზ სვანაძის გუნდი, შესარჩევი ციკლის შემდეგ მატჩს 4 სექტემბერს, შინ, მოლდოვის წინააღმდეგ გამართავს. ჩვენ გუნდს, გასული ექვსი ტურის შემდეგ, ჯგუფში ცამეტი ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. შვედეთი, რომელმაც დღეს ჩრდილოეთ მაკდეონია დაამარცხა, 10 ქულით მესამე ადგილს იკავებს, ხოლო პირველადგილოსან ნიდერლანდებს კი 21 ქულა აქვს.
მატჩის ოქმი – გიბრალტარი 0:2 საქართველო

ლაშა თაბაგარი