19-წლამდელების და 17-წლამდელების წარუმატებელი დღე

0
65

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვერ გავიდა. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილებმა ელიტ რაუნდის მე-5 ჯგუფის ბოლო მატჩი მასპინძელ იტალიასთან ჩაატარეს და 0:5 დამარცხდნენ. ჩვენმა გუნდმა 3 ქულით ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა, ხოლო ფინალურ ეტაპზე იტალია ითამაშებს.
მატჩის ოქმი იტალია V საქართველო
19-წლამდელების მსგავსად ევროპის პირველობის მიღმა დარჩა 17-წლამდელთა ნაკრები, რომელსაც გიორგი ჩიტაური ხელმძღვანელობს. ელიტ რაუნდის მე-6 ჯგუფში ჩვენმა გუნდმა ბოლო შეხვედრა დანიასთან ჩაატარა და 0:7 დამარცხდა. ასეთი წაგების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ტურნირის მსვლელობისას 17-წლამდელთა ნაკრების 11 ფეხბურთელს ვირუსი ჰქონდა. 17-წლამდელები 3 ქულით ჯგუფში მე-3 ადგილზე გავიდნენ – პირველი ადგილი დანიამ მოიპოვა, მეორე კი სერბეთმა.
მატჩის ოქმი საქართველო V დანია 
პორტუგალიის საერთაშორისო ტურნირზე ლაშა ფირცხალაიშვილის თავკაცობით 18-წლამდელთა ნაკრებმა ბოლო შეხვედრა მაროკოსთან გამართა, რომელიც 2:2 დასრულდა.

ლაშა თაბაგარი