მბაპე: “ხალხი ჩემი მომავლის შესახებ ევროპის ჩემპიონატის წინ გაიგებს”

0
46

საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების და “პარი სენ ჟერმენის” ფორვარდის კილიან მბაპეხ განცხადებით, ხალხი მისი მომავლის შესახებ ზაფხულში გერმანიაში გასამართ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე გაიგებს.
“ხალხი ჩემი მომავლის შესახებ ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ გაიგებს. ამ საკითხს ძალიან მშვიდად ვუყურებ. ჩემი მომავალი კლუბში უკვე არ წარმოადგენს დიდ განსახილველ თემას, ამის შესახებ არავინ მესაუბრება. ევროზე დამშვიდებული გონებით ჩავალ და დიადი საქმეების გასაკეთებლად მზად ვიქნები” – ციტირებს მბაპეს გამოცემა Telefoot.
ლაშა თაბაგარი