ბრაზილიელი თავდამსხმელი ენდრიკი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ეროვნული ნაკრებების დონეზე „უემბლიზე“ ჩატარებულ მატჩში გოლი გაიტანა.
23 მარტს ბრაზილიამ ლონდონში ინგლისთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში 1:0 გაიმარჯვა. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა წარმატებას მეორე ტაიმში შეცვლაზე შესული ენდრიკის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით მიაღწია. ენდრიკმა თავი 17 წლისა და 246 დღის ასაკში გამოიჩინა.
რონალდოს შემდეგ ენდრიკი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც ბრაზილიის ნაკრების მაისურით მეტოქის კარი აიღო. ლეგენდარულმა რონალდომ „სელესაოს“ შემადგენლობაში 1994 წლის 4 მაისს ესპანეთთან ამხანაგურ მატჩში 17 წლის და 224 დღისამ მიითვალა გოლი, რომელიც მისთვის სადებიუტო აღმოჩნდა.
ენდრიკი „პალმეირასის“ აღზრდილია და 2024 წლის ივლისში, როდესაც 18 წლის გახდება მადრიდის „რეალში“ გადავა.
ლაშა თაბაგარი





