ერთა ლიგის C ლიგის ფინალში თბილისში საქართველოსა და ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გასამართი ყველა ბილეთი ერთ დღეში გაიყიდა.
“დაწყებიდან 5 საათსა და 35 წუთში საქართველო – საბერძნეთის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია!” – იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური.
მომავალი შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” 26 მარტს გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება. წყვილში გამარჯვებული ზაფხულში გერმანიაში გასამრთ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი





