„გრანადას“ მთავარ მწვრთნელად ხოსე რამონ სანდოვალი დანიშნეს. 55 წლის ესპანელმა ფეხბურთის სპეციალისტმა ურუგვაელი ალექსანდრ მედინა შეცვალა, რომელიც დღეს დაითხოვეს. სანდოვალი „გრანადაში“ ადრე უკვე მუშაობდა – 2015-2016 წლების სეზონში. ბოლოს ის „ფუენლაბრადას“ ავარჯიშებდა, რომელიც 2022 წლის ზაფხულში დატოვა.
გარდა ამისა, კარიერის მანძილზე სანდოვალი ხიხონის „სპორტინგს“, „რაიო ვალეკანოს“ და „კორდობას“ წვრთნიდა.
“გრანადა” 14 ქულით 20-გუნდიან ესპანეთის ლა ლიგაში ბოლოსწინა ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





