რონალდუ შვედებთან მატჩს გამოტოვებს

0
41

კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის ეროვნული გუნდის განაცხადში ვერ მოხვდა შვედებთან გასამართი ამხანაგური შეხვედრისთვის, რის შესახებ პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია იუწყება. თუმცა, ირკვევა, რომ პორტუგალიელთა კაპიტანი გუნდს სლოვენიასთან სპარინგის წინ შეუერთდება. არადა, მანამდე გავრცელებული ინფორმაციით 39 წლის თავდამსხმელი ეროვნულ გუნდში ორივე თამაშისთვის გამოიძახეს.
პორტუგალიელები შვედებს 21 მარტს დაუპირისპირდებიან, ხოლო 5 დღის მერე სლოვენიას შეხვდებიან. რონალდომ მიმდინარე სეზონში საუდის „ალ ნასრის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 33 მატჩში 30 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი პასი გააკეთა.
რონალდუ ფეხბურთის ისტორიაში სანაკრებო დონეზე გატანილი გოლების რაოდენობით ყველა დროის რეკორდსმენია. მან 2003 წლიდან დღემდე 206 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 128-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი