„ფრაიბურგში“ შტრაიხის ერა სრულდება

0
46

კრისტიან შტრაიხი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, „ფრაიბურგის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს. მას ზაფხულში კლუბთან უმთავრდება კონტრაქტი, რომლის გახანგრძლივებას მხარეები აღარ გეგმავენ.
„ამის შესახებ დიდი ხანი ვფიქრობდი. ჩვენ დიდი ხანი ვსაუბრობდით. ჩემთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მომენტი არ გამეშვა. ეს კლუბი ჩემი ცხოვრებაა. მისი ძალიან მადლობელი ვარ უდიდესი მხარდაჭერისა და კეთილგანწყობოსთვის, რომელსაც ყოველთვის ვიღებდი“ – ციტირებს შტრაიხს „ფრაიბურგის“ ვებგვერდი.
გერმანელი სპეციალისტი, რომელიც ამჟამად 58 წლისაა, „ფრაიბურგის“ ახალგაზრდულ გუნდს 1995 წლიდან წვრთნიდა, ხოლო 2007 წელს პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაინიშნა. ის „ფრაიბურგს“ 2011 წლის დეკემბრიდან თავკაცობს.
ლაშა თაბაგარი