მესი არგენტინის ნაკრებს ვერ დაეხმარება

0
37

ლიონელ მესი არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნულ გუნდს უახლოეს ამხანაგურ მატჩებში ვერ დაეხმარება. მსოფლიო ჩემპიონების პრესსამსახურის ინფორმაციით, ნაკრების კაპიტანს მარჯვენა ფეხის ბარძაყის უკანა კუნთის უმნიშვნელო ტრავმა აქვს და ამიტომ, შეკრებაზე არ გამოიძახეს.
არგენტინის ნაკრები ამერიკის შეერთებულ შტატებში ორ სპარინგს ჩაატარებს – 23 მარტს სალვადორთან, ხოლო 26 მარტს კოსტა რიკასთან.
მესიმ მიმდინარე სეზონში „ინტერ მაიამის“ მაისურით MLS-ში ჩატარებულ 3 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი