საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნულ გუნდს მარტში გასამართ ამხანაგურ მატჩებში ერთ-ერთი ლიდერი ანტუან გრიზმანი დააკლდება. ფრანგების მთავარი მწვრთნელის დიდიე დეშამის თქმით, მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდს კოჭის მცირე ტრავმა აწუხებს. ცნობისთვის, გრიზმანი საფრანგეთის ნაკრების მატჩს 2017 წლის შემდეგ პირველად გამოტოვებს.
გრიზმანის მაგივრად საფრანგეთის ნაკრებში რომის „ლაციოს“ ნახევარმცველი მატეო გენდუზი მიიწვიეს, რომელმაც მანამდე „ლე ბლეში“ 7-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.
ფრანგები 23 მარტს გერმანელებთან ისპარინგებენ, ხოლო 26 მარტს – ჩილესთან.
ლაშა თაბაგარი





