„ატლეტიკომ“ „ინტერის“ ბარიერი გაიარა – 1/4-ფინალი იტალიელების გარეშე

0
57

მადრიდის „ატლეტიკო“ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გავიდა. 1/8-ფინალის პირველი მატჩი მადრიდელებმა სტუმრად მილანის „ინტერთან“ მინიმალური ანგარიშით წააგეს, მაგრამ შინ რევანში აიღეს და ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებენ.
მატჩის 33-ე წუთზე „ატლეტიკოს“ საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა დიმარკომ პასი ბარელას მისცა, რომელმაც ერთი შეხებით ანგარიში გახსნა – 0:1. 35-ე წუთზე მილანელთა საჯარიმოში ზურგით მყოფ ანტუან გრიზმანს მოწინააღმდეგის მცველის ფეხიდან მიუვიდა ბურთი,, რომელიც კარში გადაგზავნა – 1:1. 87-ე წუთზე კოკეს გადაცემის შემდეგ მემფის დეპაი „ინტერის“ საჯარიმოში ვითარებაში კარგად გაერკვა და ესპანელები დააწინაურა. დამატებითმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ხოლო პენალტების სერიაში დიეგო სიმეონეს გაწვრთნილებმა სიმონე ინძაგის შეგირდებს 3:2 აჯობეს.
2024 წელს „ინტერმა“ პირველად წააგო – მილანელებმა „ატლეტიკოსთან“ შეხვედრამდე გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებულმა ყველა ტურნირში 14 მატჩი მოიგეს და ერთი ფრედ დაასრულეს. ბოლო 4 სეზონის განმავლობაში მესამედ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ვერცერთი იტალიური გუნდი მოხვდა.
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში “რეალი”, “ბარსელონა”, “ატლეტიკო”, “არსენალი”, “მანჩესტერ სიტი”, “ბაიერნი”, “დორტმუნდი”, “პარი სენ ჟერმენი” ითაამაშებენ.
ლაშა თაბაგარი