ქოჩორაშვილი უიღბლოდ დაბრუნდა

0
39

გიორგი ქოჩორაშვილი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ „ლევანტეს“ არცთუ წარმატებით დაუბრუნდა. ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 30-ე ტურში ვალენსიელებმა ხიხონის „სპორტინგი“ მიიღეს და 1:0 აჯობეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, რომელსაც ტრავმის გამო გასული წლის დეკემბრის მერე არ უთამაშია, მოედანზე შეცვლაზე 72-ე წუთზე შევიდა. თუმცა, 88-ე წუთზე უხეშობისთვის წითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. „ლევანტე“ 42 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა.
აზერბაიჯანის პრემიერლიგის 26-ე ტურში აგდამის „ყარაბაღმა“ თავის მოედანზე „ზირე“ 3:1 დაამარცხა. აგდამელებში ჩვენი ეროვნული გუნდის მეკარე ლუკა გუგეშაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. მოქმედი ჩემპიონი „ყარაბაღი“ 63 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა. შედარებისთვის მეორეადგილოსან „სუმგაითს“ 39 ქულა აქვს.
ლაშა თაბაგარი